Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაახასიათა 

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც "მილანის" გულშემატკივარია, "როსონერის" თავდამსხმელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის და არამხოლოდ, შვედი ფორვარდი ყველასთვის ძალიან მაღალ სტანდარტს წარმოადგენს და იგი მისი დიდი მეგობარია.
"მე ყოველთვის "მილანს" ვგულშემატკივრობ დად იმედი მაქვს ისინი შეძლებენ წარმატების მიღწევას ჩემპიონთა ლიგასა და სერია A-ში. ზლატანი ჩემი დიდი მეგობარია. ის საოცარი მეომარი და ფენომენალური ჩემპიონია. ის ყველასთვის ძალიან მაღალ სტანდარტს ადგენს - ამ ასაკშიც კი, მას შემდეგ რაც ამდენი ტრავმა მიიღო, ის კვლავ აგრძელებს წარმატებით მოქმედებას. ეს არის ბალკანური გონება და ბალკანური მენტალიტეტი, რომელიც წარმართავს და განსაზღვრავს მის წარმატებას", - თქვა სერბმა ჩოგბურთელმა.
იბრაჰიმოვიჩი შვედეთში დაიბადა, თუმცა მისი მამა ბოსნიელი, დედა კი ხორვატია. ორივე ეს ქვეყანა სერბეთთან ერთად მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში იუგოსლავიის შემადგენლობაში შედიოდა. 38 წლის თავდამსხმელი, რომელსაც კარიერის განმავლობაში "მალმიოში", ამსტერდამის "აიაქსში", ტურინის "იუვენტუსში", მილანის "ინტერში", "ბარსელონაში", "პსჟ-ში", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლოს ანჯელეს გალაქსიში" უთამაშია, "მილანში" 2019 წლის ბოლოს დასრულდა და გუნდს 7-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაში დაეხმარა. თავდაპირველად, "შავ-წითლების" მაისურს იბრა 2010-12 წლებში ირგებდა და საერთო ჯამში, ამ კლუბის მაისურით 132 შეხვედრაში 84 გოლის გატანა და 32 საგოლე გადაცემის გაკეთება, იტალიის სერია A-ს და ამავე ქვეყნის სუპერ თასის  მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები