ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტორონტოს მასტერსის პირველ წრეში მოიგო

ტორონტოს მასტერსი ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის კარგად დაიწყო.

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი წრის შეხვედრა ჯენსონ ბრუკსბისთან (99) 3 სეტში, 2:6; 6:0; 6:4 მოიგო.

მიუხედავად თამაშის საწყისი ეტაპის ცუდად ჩატარებისა, ნიკოლოზმა 20 წლის ამერიკელის წინააღმდეგ თამაშის შემოტრიალება მოახერხა.

ბასილაშვილმა ჯენსონის ჩაწოდებაზე 6 ბრეიკ პოინტის შესრულება მოახერხა. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ ქართველს ჩაწოდებაზე პრობლემები დღესაც ჰქონდა. მან 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა და პირველი ჩაწოდების მხოლოდ 46%-ს იყენებდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს მასტერსის 1/16-ფინალში ალექს დე მინორს (22) შეხვდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ტორონტოს მასტერსის პირველ წრეში მოიგო

სტატიის ავტორი
-