Belive

ნადალმა რუუდს მოუგო და როლან გაროსის ჩემპიონი კარიერაში მეთოთხმეტედ გახდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საფრანგეთის ღია პირველობის გამარჯვებული მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი – რაფაელ ნადალი გახდა, რომელმაც ფინალში კასპერ რუუდს (8) 3 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:3, 6:0 მოუგო. ფინალური შეხვედრა 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ესპანელმა ჩობურთელმა როლან გაროსზე სულ 7 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ სამი სეტი დათმო. ნადალმა პარიზის გრანდ სლემის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 2 200 000 ევრო გამოიმუშავა, რუუდმა კი 1200 ქულა და 1 100 000 ევრო მიიღო. რაფა როლან გაროსის გამარჯვებული კარიერაში მეთოთხმეტედ გახდა. 36 წლის ჩოგბურთელმა 22-ე გრანდ სლემი მოიგო..

სხვა სტატიები