დუბაიში სტარტი აიღო 500-იანთა თანრიგის ტურნირმა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გახდა ცნობილი.
თავდაპირველი წილისყრით, 29 წლის ქართველ ჩოგბურთელს ფელიქს ოჟე-ალიასიმის (9) წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა კანადელი ზურგის ტრავმის გამო ტურნირიდან მოეხსნა.
ბასილაშვილი 1/16-ფინალში “იღბლიანი დამარცხებულის” სტატუსის მქონე ალექსეი პოპირინს დაუპირისპირდება. ავსტრალიელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ირჟი ვესელისთან წააგო და ძირითად ბადეში სწორედ ოჟე-ალიასიმი ჩაანაცვლა.
შეგასხენებთ, რომ ნიკოლოზი გასულ კვირას დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც რობერტო ბაუტისტა-აგუტთან დამარცხდა. განახლებული რეიტინგით, ბასილაშვილი მსოფლიოს მე-19 ჩოგანია.
პოპირინისა და ბასილაშვილის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით, 17:00 საათზეა ჩანიშნული.