“კარლოს, მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელი ხარ” | ზვერევის მიმართვა ალკარასს

გასულ კვირაში საჩოგბურთო პუბლიკამ მადრიდის მასტერსს მიადევნა თვალყური, რომელიც უნიჭიერესი ესპანელი ვარსკვლავის – კარლოს ალკარასის ტრიუმფით დასრულდა.

19 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა 2022 წელს რიგით მეოთხე ტიტული მოიპოვა. ალკარასმა მონტე-კარლოს შემდეგ, მიჯრით მეორე მასტერსის ტიპის ტურნირი მოიგო და განახლებულ საჩოგბურთო რეიტინგში მსოფლიოს მე-6 ნომრად მოგვევლინა.

მადრიდის მასტერსის ფინალში, ალკარასის მეტოქე ალექსანდრ ზვერევი იყო, რომელმაც მატჩის შემდგომ კარლოსის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა | VIDEO 


 

View this post on Instagram

 

A post shared by Tennis TV (@tennistv)


“პირველ რიგში მინდა ჩემპიონს მივულოცო. ჩვენ გვყავს ახალი სუპერვარსკვლავი, რომელიც უამრავი დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული გახდება”

“კარლოს, ამ წუთისთვის მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელი ხარ”, – განაცხადა ალექსანდრ ზვერევმა.

კარლოს ალკარასმა ჩემპიონობამდე ურთულესი გზა განვლო – ბასილაშვილი, ნორი, ნადალი, ჯოკოვიჩი და ზვერევი. 19 წლის ესპანელი პირველი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელმაც თიხისსაფარიან ტურნირზე, ერთდროულად ნადალისა და ჯოკოვიჩის დამარცხება შეძლო.

 

 

 

“კარლოს, მსოფლიოში საუკეთესო ჩოგბურთელი ხარ” | ზვერევის მიმართვა ალკარასს

სტატიის ავტორი
-