ჯოკოვიჩი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კარენო ბუსტასთან დამარცხდა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა უმედლოდ დაასრულა. სერბმა ჩოგბურთელმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში პაბლო კარენო ბუსტასთან (ესპანეთ, 11) 3 სეტში, ანგარიშით 4:6, 7:6, 3:6 წააგო. შეხვედრა 2 საათსა 50 წუთს გაგრძელდა.

გადამწყვეტ გეიმში ნოვაკმა მეტოქის 4 მატჩპოინტის გადარჩენა შეძლო, თუმცა, საბოლოოდ, მაინც დამარცხდა.

ჯოკოვიჩმა ოლიმპიადის ნახევარფინალი გუშინ ალექსანდრ ზვერევთან დათმო, კარენო ბუსტას კი კარენ ხაჩანოვმა აჯობა. შედეგად, ფინალში, რომელიც ხვალ 11:00 საათზეა ჩანიშნული, ერთმანეთს სწორედ ზვერევი და ხაჩანოვი შეხვდებიან.

ჩოგბურთში ოლიმპიადის მოქმედი ჩემპიონი ენდი მარია – ბრიტანელმა 2016 წელს ფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს მოუგო.


მატჩის გადამწყვეტი ქულა:

ჯოკოვიჩი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კარენო ბუსტასთან დამარცხდა 1

 

ჯოკოვიჩი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კარენო ბუსტასთან დამარცხდა

სტატიის ავტორი
-