ეკო გორგოძე პოლონეთის ტურნირის გამარჯვებულია!

ეკატერინე გორგოძე პოლონეთის 60-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში კლოე პაკე (249) მძიმე ბრძოლაში, 7:6; 0:6; 6:4 დაამარცხა.

დაპირისპირება, რომელიც 2 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა, ძალიან დაძაბული გამოდგა. გორგოძემ 4 ბრეიკ პოინტის შესრულება მოახერხა, ფრანგმა ჩოგბურთელმა კი ქართველის ჩაწოდებაზე 6 გეიმი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ეკოს, ოქსანა კალაშნიკოვასთან ერთად, ოლიმპიურ თამაშებზე, წყვილთა თანრიგში უნდა ეთამაშა. ლიცენზიის მოპოვების მიუხედავად, გაუგებრობის გამო, ქართველების ნაცვლად ტოკიოში ბრაზილიელები გაემგზავრნენ.

 

ეკო გორგოძე პოლონეთის ტურნირის გამარჯვებულია!

სტატიის ავტორი
-