ჩატარდება თუ არა ავსტრალიის ღია პირველობა
წელიწადის განმავლობაში საჩოგბურთო სამყაროში ოთხი დიდი სლემის ტურნირი ტარდება - მათ შორის პირველი ავსტრალიის ღია პირველობაა, რომელიც მელბურნში იმართება. მოგეხსენებათ, რომ ავსტრალიაში ხანძრის გამო გარემო პირობები საგრძნობლად გაუარესებულია. მელბურნში ჰაერი საგრძნობლად დაბინძურებულია, ასევე ტემპერატურაც ძალიან მაღალ ნიშნულს აღწევს, რის გამოც უკვე მოხდა რამდენიმე შემთხვევა, სადაც ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოასპარეზე ჩოგბურთელები ცუდად გახდნენ. ასევე დაფიქსირდა შემთხვევა, როცა სუნთქვის პრობლემების გამო ბურთის მომტანი ბიჭი ცუდად გახდა. ჟილ სიმონი სოციალურ ქსელში წერს, რომ ასეთ პირობებში შეხვედრების ჩატარება ფაქტობრივად შეუძლებელია.
რაც შეეხება ტურნირის ორგანიზატორებს, მათი განცხადებით ამ ეტაპზე ავსტრალიის ღია პირველობის გაუქმება ან გადადება არ იგეგმება.Quand on trouve des médecins qui affirment que jouer par 45 degrés n’est pas dangereux à l’AO et des juges arbitres qui affirment que l’herbe mouillée n’est pas glissante à Wimbledon, on doit bien pouvoir trouver un expert qui certifie que la qualité de l’air est suffisante non ? — Gilles SIMON (@GillesSimon84) January 14, 2020