Belive

ბასილაშვილის ზედიზედ მე-10 მარცხი

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა პარიზის მასტერსზე შეხვედრა გამართა. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის პირველ რაუნდში იან ლენარდ შტრუფს დაუპირისპირდა (35) და გერმანელ მეტოქესთან უშანსოდ, 2 სეტში წააგო - 4:6; 2:6. შეხვედრა 1 საათსა და 25 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, რა დროშიც ბასილაშვილმა 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა და საკუთარი ჩაწოდება 5-ჯერ დათმო. ნიკოლოზს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 39-ე პოზიციაზე ჩამოქვეითდა, კარიერაში ყველაზე ცუდი პერიოდი აქვს. 28 წლის ჩოგბურთელი ზედიზედ მე-10 თამაშში ისე დამარცხდა, რომ 1 სეტის მოგებაც ვერ მოახერხა.

სხვა სტატიები