Belive

მეტოქე გაანადგურა - ბასილაშვილი ტორონტოს მასტერსის მესამე წრეშია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტორონტოს მასტერსის 1/8-ფინალში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს მე-18 ჩოგანი, ალექს დე მინაური განაადგურა. ბასილაშვილმა ავსტრალიელი მეტოქის დამარცხება ძალიან მარტივად, 2 სეტში, 6:1; 6:1 მოახერხა. დაპირისპირება სულ რაღაც 1 საათს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა დე მინაურის წინააღმდეგ ძალიან დამაჯერებელი შეხვედრა ჩაატარა. 29 წლის ქართველს ცოტა შეცდომა ჰქონდა, მეტოქის ნახევარზე კი ულამაზეს დარტყმებს ასრულებდა. ტორონტოს მასტერსის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰუბერტ ჰურკაჩს (13) შეხვდება.

სხვა სტატიები