Belive

ჯოკოვიჩმა უიმბლდონის მიერ რუსების წინააღდეგ მიღებული გადაწყვეტილება არ მოიწონა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ორგანიზატორების გადაწყვეტილება რუსი ჩოგბურთელების ტურნირიდან მოხსნის შესახებ დაგმო. შეგახსენებთ, რომ ხსენებული შეზღუდვის შედეგად, ATP და WTA ტურნირს სარეიტინგო ქულების გარეშე ჩაატარებს.
”მქონდა კონტაქტი ATP-ის პრეზიდენტთან და ბორდის ზოგიერთ წევრთან. მიხარია, რომ მოთამაშეები შეიკრიბნენ და გამოთქვეს აზრი, რომ უიმბლდონის მხრიდან ეს შეცდომაა. ჩემთვის აღნიშნული გადაწყვეტილება უარყოფითია, რადგან წელს 4 ათას ქულას ვერ დავიცავ (ავსტრალიის ღია პირველობა და უიმბლდონი). წამოიჭრა რამდენიმე იდეა. მაგალითად, ბელარუს, რუს და უკრაინელ ჩოგბურთელებს შეეძლოთ საჩვენებელ თამაშში მიეღოთ მონაწილეობა, ხოლო საპრიზო თანხა უკრაინაში, ომისგან დაზარალებულთათვის გაიგზავნებოდა. იყო სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ მათ არავინ განიხილავდა. ვფიქრობ, არიან მოთამაშეები, რომლებიც ყველაფერს ნეგატიურად აფასებენ. რთული ვითარებაა და ძნელია თქვა, რა არის სწორი და რა - არა. ეს ერთ-ერთი იმ გადაწყვეტილებათაგანია, რომლის დროსაც ყოველთვის აღმოჩნდება ვინმე, ვინც უფრო მეტად დაზარალდა. ასეთი მდგომარეობა ყველასთვის წამგებიანია “, - თქვა ჯოკოვიჩმა.

სხვა სტატიები