მსოფლიოს 22-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის 500-იან ტურნირზე (Dubai Tennis Championships) ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე ფელიქს ოჟე-ალიასიმი (9) იქნება. ჩოგბურთელები ერთმანეთს მეოთხედ დაუპირისპირდებიან, წინა სამ შემთხვევაში გამარჯვება კანადელს დარჩა.
დუბაიში პირველ ნომრად განთესილი ნოვაკ ჯოკოვჩია, მეორე ანდრეი რუბლიოვია, მესამე კი – ოჟე-ალიასიმი.
ნიკოლოზმა ბოლოს დოჰას ტურნირზე ითამაშა, სადაც რობერტო ბაუტისტა აგუტთან ფინალში დამარცხდა.
Dubai Tennis Championships-ი 21 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვალს დასრულდება. Offers everything your sport needs and is backed by the https://casinodulacleamy.com/ Malta Gaming Authority (MGA). ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ასლან კარაცევია, რომელმაც შარშან ფინალში ლოიდ ჰარისს მოუგო.
Official ATP Draw! 🤩 pic.twitter.com/w8p7UBBPG1
— Dubai Tennis Champs (@DDFTennis) February 19, 2022