Belive

ბასილაშვილის პირველი მეტოქე რომის მასტერსზე ცნობილია

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსზე ასპარეზობას 1/32-ფინალიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე დენიელ ევანსი (36) იქნება. მატჩი ორშაბათს, 9 მაისს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე ლორენცო სონეგოსა და დენის შაპოვალოვს შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ქართველი ჩოგბურთელი ევანსს აქამდე კარიერაში ერთხელ, უიმბლდონზე შეხვდა, სადაც 0:3 დამარცხდა. რომში პირველ ნომრად განთესილი ნოვაკ ჯოკოვიჩია, მეორე ალექსანდრ ზვერევია, მესამე კი – რაფა ნადალი. ნიკოლოზმა ბოლოს მადრიდის მასტერსზე ითამაშა, სადაც 1/16-ფინალში კარლოს ალკარასთან დამარცხდა. რომის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი რაფაელ ნადალია, ესპანელმა შარშან ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო.


სხვა სტატიები