მსოფლიოს 26-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შვედეთის ღია პირველობაზე ასპარეზობას (ATP-ის 250-იანი ტურნირი) 1/16-ფინალური ეტაპიდან დაიწყებს და მისი პირველი მეტოქე უგო გასტონი (66) იქნება. შეხვედრა სამშაბათს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.
გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი მომდევნო ეტაპზე ასლან კარაცევსა (42) და ლორენცო სონეგოს (54) შორის მოგებულს დაუპირისპირდება.
ბასტადში პირველ ნომრად განთესილი კასპერ რუუდია, მეორე ანდრეი რუბლიოვია, მესამე კი – დიეგო შვარცმანი.
ბასილაშვილმა ბოლოს უიმბლდონზე ითამაშა, სადაც 1/16-ფინალში ტიმ ვან რაიტოვენთან დამარცხდა.
Nordea Open-ის მოქმედი ჩემპიონი კასპერ რუუდია, რომელმაც შარშან ფინალში ფედერიკო კორიას მოუგო.
The draw for the ATP tournament has been made and the first round looks as follows.
which two do you think will meet in the final?
comment in the comments field💙#nordeaopen #båstad #atp #tennis pic.twitter.com/3EnVzOBrF5
— Nordea Open (@NordeaOpen) July 9, 2022