Belive

ბასილაშვილის მეტოქე ტოკიოს ოლიმპიადის 1/8-ფინალში ცნობილია

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შესანიშნავად ასპარეზობს. ქართველმა ჩოგბურთელმა დღეს ლორენცო სონეგო დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა. ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე საკმაოდ სერიოზულია. ნიკოლოზი მსოფლიოს მე-5 ჩოგანს, ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება. გერმანელმა ჩოგბურთელმა დღეს გალან რივეროსს (113) მარტივად, 2 სეტში - 6:2; 6:2 მოუგო. ბასილაშვილსა და ზვერევს ერთმანეთთან 3-ჯერ უთამაშიათ. ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს გერმანელი იგებს. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა ალექსანდრთან ერთადერთი გამარჯვება 2019 წელს, ჰამბურგში მოახერხა.  

სხვა სტატიები