ბასილაშვილი ჟენევის ტურნირს მე-2 წრეში გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟენევის 250-იან ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა.

ქართველი ჩოგბურთელი დღეს ჟოაო სოუზას (79) დაუპირისპირდა და 2 სეტში – 4:6; 3:6 დამარცხდა. სამწუხაროდ, პორტუგალიელის წინააღმდეგ ბასილაშვილს პირველი ჩაწოდების მხოლოდ 39%-იანი სიზუსტე ჰქონდა, რის გამოც მან საკუთარი ჩაწოდების უპირატესობა არაერთხელ დათმო.

ნიკოლოზმა სოუზას წინააღმდეგ კარიერაში მეორედ ითამაშა – სამწუხაროდ, გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ ქართველს გამარჯვება არ აქვს.

მსოფლიოს 25-ე ჩოგანი ახლა როლან გაროსისთვის მოემზადება. საფრანგეთის ღია პირველობა 23 მაისს დაიწყება.

ბასილაშვილი ჟენევის ტურნირს მე-2 წრეში გამოეთიშა

სტატიის ავტორი
-