ATP-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონები (TOP 5)

ჩოგბურთის მოყვარულებისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემური საკითხი “დიდი ტრიოს” შემდეგ დარჩენილი ჩოგბურთელები არიან – ერთნი ფიქრობენ, რომ ფედერერის, ნადალისა და ჯოკოვიჩის კარიერის დასრულების შემდეგ, ჩოგბურთის დონე ერთმნიშვნელოვნად დაიწევს, ან ერთ სტადიაზე გაჩერდება, თუმცა არსებობენ ადამიანები, ვინც აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმებიან.

ახლადგაბრწყინებულ ჩოგბურთელებს, რომლების მსოფლიო რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე არიან, ძირითად ნაწილში “დიდ ტრიოს” ადარებენ – მაგალითისთვის, ერთი შეხედვით ციციპასს, რუბლევს, მედვედევს და სხვა ჩოგბურთელებს შესანიშნავი კარიერა აქვთ, თუმცა თუ ასაკოვბრივად შევადარებთ “დიდი ტრიოს” მიერ დაფიქსირებულ შედეგებს, სხვაობა თვალსაჩინო იქნება.

კარლოს ალკარას გარფია 18 წლის ესპანელი ჩოგბურთელია, რომელმაც პირველი ATP-ის ტიტული მოიპოვა და მისი ასაკის გათვალისწინებით საზოგადოებისა და მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო.

გთავაზობთ 5 ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელს, რომელთაც პირველი ტიტული ყველაზე პატარა ასაკში მოიპოვეს (1990 წლიდან – დღემდე):


1 ლეიტონ ჰიუტი


ATP-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონები (TOP 5) 1


მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ნომერმა, ლეგენდარულმა ლეიტონ ჰიუიტმა, კარიერის პირველი ტიტული ადელაიდას ტურნირზე 1998 წელს მოიპოვა, მაშინ იგი 16 წლის და 10 თვის იყო.


2 ანდრეი მედვედევი


ATP-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონები (TOP 5) 2


ანდრეი მედვედევის საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიოს მე-4 ნომრობა გახლდათ, რუსმა ჩოგბურთელმა პირველი ტიტული გენოას ტურნირზე, 1992 წელს მოიპოვა, რა დროსაც ის 17 წლის და 9 თვის იყო.


3 კეი ნიშიკორი


ATP-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონები (TOP 5) 3


კეი ნიშიკორის კარიერა კვლავ აქტიურ ფაზაშია, ამერიკაში აღზრდილმა და განვითარებულმა, წარმოშობით იაპონელმა ჩოგბურთელმა, კარიერაში პირველი ტიტული 2008 წლის დელ რეი ბიჩის ტურნირზე მოიპოვა, იმ დროისათვის ნიშიკორი 18 წლისა და 1 თვის გახლდათ.


4 რაფაელ ნადალი


ATP-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონები (TOP 5) 4


ლეგენდარული ესპანელი “მატადორი” ამ მხრივაც გამორჩეულ ხუთეულში იკავებს საკუთარ ადგილს, რაფამ კარიერაში პირველი ATP-ის ტიტული 2004 წლის სოპოტის ტურნირზე მოიპოვა, მაშინ როდესაც 18 წლის და 2 თვის იყო.


5 კარლოს ალკარას გარფია


ATP-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონები (TOP 5) 5


კარლოს ალკარას გარფიას ჰქონდა შანსი, რომ აღნიშნული სტატისტიკური მაჩვენებლის ხუთეულში, მე-5 პოზიციის ნაცვლად მე-3 პოზიციაზე წარედგინა საკუთარი თავი, თუმცა ამისათვის მხოლოდ 1 თვე “დააგვიანდა”. გასულ კვირაში, უმაგის ტურნირზე ალკარას გარფიამ შესანიშნავად იასპარეზა და კარიერაში პირველი ATP-ის ტიტული მოიპოვა, მისი ზუსტი ასაკი 18 წელი და 2 თვეა.


 

ATP-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონები (TOP 5)

სტატიის ავტორი
-