Belive

ეკო გორგოძე პრაღის ტურნირის ფინალში დამარცხდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 118-ე ჩოგანი, ეკო გორგოძე, პრაღის ტურნირის ფინალში პოლონელ მეტოქესთან, მაია ხვალინსკასთან (268) ორ სეტში, ანგარიშით 5:7, 3:6 დამარცხდა. ფინალური დაპირისპირება 1 საათსა და 43 წუთს გაგრძელდა. ქართველ ჩოგბურთელს ფინალში გასასვლელად 4 შეხვედრის მოგება დასჭირდა და ოთხივე შემთხვევაში სეტის წაუგებლად იმარჯვა. რაც შეეხება ხვალინსკას, პოლონელმა ტურნირში ყველა სეტი მოიგო. ეკო გორგოძე Live რეიტინგში მსოფლიოს 115-ე ჩოგანია, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

სხვა სტატიები